09:02 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 17:48:50, 1163 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მთავრობამ კიდევ ერთი უარი მითხრა საფრანგეთში, პოლონეთში, უკრაინაში ჩასვლაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ  „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ უთხრა უარი ევროპის დედაქალაქებში ვიზიტის განხორციელებაზე.

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ძალისხმევის გაწევა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან საქართველოს კანდიდატად მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობის წარმომადგენლები თვლიან, რომ „ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა.“

"მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პილონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, ვისთან  ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე და მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო, სადაც შემიძლია გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა",- განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics