10:03 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 10:33:35, 1091 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ოპოზიციაზე - სხვას აძლევენ შენიშვნას, რომ არ შეიძლება სიძულვილის ენა და წინადადება დასრულებული არ არის, ზიზღის შემცველ ტერმინოლოგიას იწყებენ

იწყებენ საუბარს, თითქოს სხვას აძლევენ შენიშვნას, რომ არ შეიძლება სიძულვილის თუ სხვა მკაცრი ენა და მეორე წამსვე, წინადადება დასრულებული არ არის, იწყებენ ზიზღის შემცველ ტერმინოლოგიას. ზიზღის ენა, სიძულვილის ენა, ასეთი გამონათქვამების მთელი ბუკეტი მოყვება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“-ს ეთერში განაცხადა. 
ამის მაგალითად შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ წევრის  სალომე სამადაშვილის დღევანდელი გამონათქვამები გაიხსენა. 

„ძალადობა, ძალადობის წახალისება მუქარა და ა.შ. ამას ამბობს ხალხი,  მათ შორის დღესაც  სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით მქონდა კომენტარი. იწყებენ საუბარს თითქოს სხვას აძლევენ შენიშვნას, რომ არ შეიძლება სიძულვილის თუ სხვა მკაცრი ენა და იწყება მეორე წამსვე, წინადადება დასრულებული არ არის, მძიმეს შემდეგ ზიზღის შემცველი ტერმინოლოგია. ზიზღის ენა, სიძულვილის ენა ყველაფერი მოყვება, ასე ვთქვათ მთელი პრეისკურანტი, მთელი ბუკეტი ასეთი გამონათქვამების. გუშინაც იყო ამაზე საუბარი, რომ ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც საკუთარ გამონათქვამებს, საკუთარ ქცევას არ უკვირდებიან სხვაზე კი გამოკიდებაზე არიან“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics