11:13 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 22:28:22, 992 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად უჭერს მხარს ჩვენ ინტეგრაციას

იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად უჭერს მხარს ჩვენ ინტეგრაციას. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, იტალიის და ევროპის მხარდაჭერა ამ ახალ პროცესში იქნება საქართველოს მოსახლეობის 88%-ის, მათი, ვინც ემხრობა ევროინტეგრაციას.

"ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენ გვერდით ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე. იტალიის და ევროპის მხარდაჭერა ამ ახალ პროცესში იქნება საქართველოს მოსახლეობის 88%-ის, მათი, ვინც ემხრობა ევროინტეგრაციას, სამართლიანი გადაწყვეტილება და მისი ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო – საქართველოს აღიარება და დაბრუნება ევროპულ ოჯახში.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ NATO-სთან ურთიერთობაზე, მალე მადრიდის სამიტს ველოდებით. ეს გზაც საქართველოსთვის უალტერნატივოა. ეს იქნება სწავლებებში მონაწილეობით, სხვადასხვა მისიაში ჩვენი თანამშრომლობით, თუ ჩვენი თვით NATO-ში მხარდაჭერით, ეს არის გზა, რომელზეც ვიცით, რომ იტალია დგას ჩვენ გვერდით". - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან ერთობლივი ბროფინგი გამართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics