11:13 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 14:38:18, 1021 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი - არ იქნება ბიძინა ივანიშვილი, არ იქნება არც პარტია „ქართული ოცნება“ თავის კობახიძეებიანად

არ იქნება ბიძინა ივანიშვილი, არ იქნება არც პარტია „ქართული ოცნება“ თავის კობახიძეებიანად - ასე პასუხობს „რესპუბლიკური" პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი  ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა რომ ძმებ ბერძენიშვილებს „ გამორჩეული ზიზღი აქვთ ქართველი ხალხის მიმართ“

ბერძენიშვილი კობახიძეს „ მეჩაიე დეპუტატს“ უწოდებს და თვლის, რომ მისი განცხადებები ქვეყნის რეპუტაციისთვიდ დამაზიანებელია.

" ეს არის ყველას დაშინება, ეს არის მუქარა და ეს ტექსტი არ უწყობს ხელს კანდიდატობის მიღებას. ყველა ელჩი უკვე საქმის კურსშია. ეს არის გახელისუფლებულ "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც კადრულობენ უკადრებელს, როცა არაგაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ტრადიცია, ბუნებრივია, მაშინ რასაც დაგავალებენ იმას იტყვი. კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ებრძოდა რესპუბლიკურ პარტიასაც და ძმებ ბერძენიშვილებსაც. რომელმა იხეირა? ჩვენ არ დავმარცხებულვართ რომელიმე ხელისუფლებასთან, ჩვენზე არ გაუმარჯვია არცერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს ახლა კობახიძის ნაირი მეჩაიე დაბუტატები, ერთჯერადი დეპუტატები ვერ დაგვამარცხებენ."- განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები, ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ.ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეროვნული იდენტობის მიმართ შეტევის ახალი ტალღა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics