11:13 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 21:03:08, 1376 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - ქართველ ხალხს შეიძლება მოუწიოს, გადაწყვიტოს რას ირჩევს - ბიძინა ივანიშვილს თუ ევროპულ მომავალს

ქართველ ხალხს შეიძლება მოუწიოს, გადაწყვიტოს რას ირჩევს - ბიძინა ივანიშვილს თუ ევროპულ მომავალს. - განაცხადეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოს ევროკავშირში გაწევრინების კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წერილში.

მათივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება არ არის ჩვენი, საქართველოს მეგობრების სიტყვით დარწმუნების საკითხი, ეს ეხება რეალურ ვალდებულებებს და ერთიან ძალისხმევას, რომელიც უნდა აჩვენოს საქართველოს მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა.

"საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება არ არის ჩვენი, საქართველოს მეგობრების სიტყვით დარწმუნების საკითხი, ეს ეხება რეალურ ვალდებულებებს და ერთიან ძალისხმევას, რომელიც უნდა აჩვენოს საქართველოს მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტა თბილისში ხდება და არა ბრიუსელში. თუ ეს გამოწვევა ძალიან დიდია ამ მთავრობისთვის, არსებობს დემოკრატიული გზები, რომ ის გადასცეთ სხვებს, ყველაფრის ფასად სკამებზე მოჭიდების გარეშე. მეორეს მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა იპოვონ ძალა, რომ ცალკეულ საკითხებზე მაღლა დადგეს და საქართველოს მოსახლეობას შესთავაზონ ევროინტეგრაციის სანდო სტრატეგია და გამოიჩინონ სანდო ლიდერობა, რაც საჭიროა ამ ამოცანის შესასრულებლად.
თუ არა, საქმე შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუწიოს გადაწყვიტოს რას ირჩევენ - ამჟამინდელ პოლიტიკურ სტრუქტურას ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ლიდერობით, თუ საქართველოს ევროპულ მომავალს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირში წევრიბის სტატუსის შესახებ ინფორმაციას მიმდინარე თვის განმავლობაში ელოდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics