|
2022-06-04 14:23:43, 934 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე - უმძიმეს ვითარებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსი
გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე: უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გაუკუღმართებულ პოლიტიკურ განცდებს აიგივებენ ამ ქვეყანასთან და ებრძვიან არა ,,ქართულ ოცნებას’’ არამედ, საკუთარ ხალხს გია ცაგარეიშვილი ოპოზიციის ნაწილის მიერ, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ოპოზიციას არ წარმოუდგენია, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამიტომ ყველაფერს აკეთებს ამისთვის და ხელს უშლის არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს. ,,საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ ევროპულ პარტიებში წევრიანდებიან და ეს პლატფორმა უნდათ გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა აწარმოონ. უმძიმეს ზმანებაშიც არ წარმოუდგენიათ ის, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება გათენდეს დღე და ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თავიანთ გაუკუღმართებულ პოლიტიკურ განცდებს აიგივებენ ამ ქვეყანასთან, ჭედავენ ამ ქვეყანას, ამუხრუჭებენ და ებრძვიან არა ,,ქართულ ოცნებას’’ და ხელისუფლებას არამედ, გაშმაგებით ებრძვიან საკუთარ ხალხს. ამიტომაც, იქნებიან ყოველთვის ისეთი ლუზერები, როგორიც არიან, ევროპაშიც, უკრაინაშიც და საქართველოშიც,’’ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების, რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ
როიტერი: აშშ ხუთი დიპლომატიური მისიის დახურვას გეგმავს
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)