11:57 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 11:54:27, 1292 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი - არც ერთ ქვეყანაში ისე არ იქცევა ოპოზიცია, როგორც ჩვენთან, რადგან მათ ესმით საერთო ეროვნული მიზნები

არცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი, ან ახლა გადის ოპოზიცია ამას არ კადრულობს, იმიტომ, რომ მათ ესმით,  საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული მიზნები. - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილა.

,,ოპოზიცია ამას აკეთებს იმიტომ, რომ პირველ რიგში იყენებს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის, ანუ მათი მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ იქნებ რამენაირად ამ სტატუსის მიღება საქართველოს გაუჭირდეს. ან რაიმე შეფერხება მოხდეს, რომ შიდა პოლიტიკური არეულობისათვის და ხელისუფლების საწინააღმდეგო ტალღის ასაგორებლად გამოიყენონ. ეს არის მათი რეალური მიზანი,’’ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია მზად არის აკეთოს ისეთი განცხადებები, რომელიც დააზიანებს ქვეყანას ინტერესს. 

,,ისინი მზად არიან ამ მიზნისათვის, სწორედ აკეთონ ასეთი განცხადებები. რა თმა უნდა, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, როდესაც ქვეყნის შიგნიდან ოპოზიცია ლაპარაკობს ასეთი ნარატივით. ასცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი, ან ახლა გადის ოპოზიცია ამას არ კადრულობს, იმიტომ, რომ მათ კარგად ესმით, რომ ერთია შიდა პოლიტიკური მიზნები და მეორეა საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები,’’ - განაცხადა ქადაგიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების, რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ
როიტერი: აშშ ხუთი დიპლომატიური მისიის დახურვას გეგმავს
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics