|
2022-06-03 10:29:38, 914 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - უკრაინას განსაკუთრებით სჭირდება მორალური მხარდაჭერა და კანდიდატის სტატუსი იქნება მათთვის მკაფიო მესიჯი
უკრაინას დღეს განსაკუთრებით სჭირდება მორალური მხარდაჭერა და ეს იქნება მათთვის ნათელი და მკაფიო მესიჯი, რომ ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინისა და ოკუპირებული ქვეყნებისა და ხალხის გვერდით, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, სამივე ქვეყანას და განსაკუთრებით უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღებით, სტიმული უნდა მიეცეს. „ჩვენი ქვეყნებისთვისაც მკაფიო მესიჯი იქნება და განსაკუთრებით უკრაინის მიმართ. ვფიქრობ, სამივე ქვეყანას და განსაკუთრებით უკრაინას ეს სტიმული უნდა მიეცეს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ თუ ჩვენი მეგობარი ქვეყნები კანდიდატის სტატუსს მიიღებენ და საქართველო არა, ეს იქნება არაბუნებრივი, თავს ზემოთ რომ ძალას იპოვიან ჩვენი „პატივცემული“ ოპონენტები და მათი ლობისტების ისეთი შრომის შედეგი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია რომ ამას მიაღწიონ, რადგან პრაქტიკულად ეს ყველანაირად გამორიცხულია. თეორიულად ყველაფრის დაშვება შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად ამას გამოვრიცხავ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)