|
2022-06-02 10:32:18, 970 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ერთადერთი, რაც „დავაშავეთ’’, არის ის, რომ არ დავუთმეთ ნაცმოძრაობას ხელისუფლება
,,ფაქტები გავიხსენოთ. რა მოხდა, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში - ერთადერთი, რაც “დავაშავეთ’’, არის ის, რომ არ დავუთმეთ ნაცმოძრაობას ხელისუფლება. სხვა დანაშაული ჩვენ არ მიგვიძღვის. ერთი რომ, არ გადავაბარეთ ხელისუფლება და მეორე, სასამართლო არ მივეცით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ორი მიმართულებით იყო ზეწოლა, მათ მიზანს კი სასამართლოს ხელისუფლებაში შეღწევა წარმოადგენდა. ,,ორი მიმართულებით იყო ზეწოლა და ეს საბოტაჟი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ამ ორ რამეს. ერთი, რომ გადაგვებარებინა ნაცმოძაობისთვის პარლამენტი, ანუ რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს სცენარი ჰქონდათ შემოთავაზებული და მეორე, პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს იმისათვის, რომ თვითონ შეეღწიათ ამ სისტემაში, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით,’’ - განაცხადა კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE’’ ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)