|
2022-06-01 21:41:04, 1323 ნახვა
პოლიტიკა
ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზებზე და შედეგი ნულია
მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზებზე და შედეგი არის ნული. - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის მონაუხლების შემდეგ. მისივე თქმით, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. "პროგნოზი არაკეთილსაიმედოა და რეკომენდაციები, იცით, რომ არ გაითვალისწინეს. უნდა უმკურნალო დიაგნოზს. სამწუხაროდ, ეს დიაგნოზები არსებობს უკვე იმის გამო, რომ თავის დროზე პენიტენციურმა სამსახურმა სწორად არ დასვა დიაგნოზები და არ უმკურნალა ადამიანს. მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზზე და შესაბამისად, შედეგიც არის ნული. არსებობს საზღვარგარეთ მულტიპროფილური ცენტრები და ვფიქრობ იქ უნდა იყოს გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)