|
2022-06-01 19:27:12, 1368 ნახვა
პოლიტიკა
კასპში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის სპორტული კომპლექსის დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიცპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე თქმით, ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც ქალაქის ხუთივე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. პატარები გულმოდგინედ ცდილობდნენ გამარჯვების მიღწევას, რომელთაც თანაგუნდელები ოვაციებით ამხნევებდნენ. ბავშვთა დაცვის დღე ბავშვებს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მიულოცა. ხუთივე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებს ვახტანგ მაისურაძემ, მოადგილე ზურაბ კოპაძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა სიგელები და სპორტული ინვენტარი გადასცა. ღონისძიებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებსა და სახელოვნებო სკოლებში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)