|
2022-06-01 18:47:41, 1201 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევებში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან
მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევებში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან და ხელისუფლებას მოვუწოდებ, ამ კუთხით დაბრკოლებები არ შექმნან. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტიზის პროცესი და ჩვენი სურვილია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, მათაც გამოყონ ექსპერტი ან ექსპერტები, რომ მათი ჩართულობითაც მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის დადება. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეგვიქმნას დაბრკოლება ამ პროცესებში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობაზე, იმიტომ, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ამის გაკეთება". - განაცხადა საძაგლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)