|
2022-05-31 18:57:39, 977 ნახვა
პოლიტიკა
კანდელაკი - მთავარი, რაც აფერხებს ამ ქვეყნის ცივილიზებული სამყაროსკენ სწრაფვას, არის ივანიშვილის რეჟიმი
ივანიშვილის რეჟიმი ღიად ლანძღავს ცივილიზებული სამყაროს ლიდერ აშშ-ს. - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიორგი კანდელაკმა. მისიეე თქმით, მთავარი, რაც აფერხებს ამ ქვეყნის მსვლელობას ცივილიზებული სამყაროსკენ, არის ივანიშვილის რეჟიმი. "ქართული ოცნება ახმოვანებს რუსული პროპაგანდის მთავარ სათქმელს, მთავარ ტყუილსა და შხამს, რომ თითქოს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია არის არა რუსეთის ბრალი არამედ უკრაინის ბრალი, ცივილიზებული სამყაროს ბრალი. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაციას, კიდევ ერთი ნათელი წარმოჩინება ქართული ოცნების დღევანდელი რეჟიმის არსისა და შეხსენება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მთავარი რაც აფერხებს ამ ქვეყნის მსვლელობას ცივილიზებული სამყაროსკენ და სამშვიდობოს გასვლისკენ არის ამ რეჟიმის არსი და რაობა, რომელიც ახლა უკვე ღიად ლანძღავს ცივილიზებული სამყაროს ლიდერს, ამერიკის შეერთებულ შტატებს". - განაცხადა კანდელაკმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის ლიდერები აკრიტიკებენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, ამავდროულად აღსანიშანავია ევროპარლამენტარების მიმართ კრიტიკა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)