|
2022-05-31 11:43:54, 861 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ზოგიერთებს არ უყვართ ეს სიტყვა, მაგრამ სამარცხვინოა, რომ ქალთა სასტიკი მკვლელობა კიდევ ხდება
ჩემთვის და ვიცი რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა, რომ საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა, ბავშვების თვალების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან საქართველოში მსგავსი ქმედებები აღარ უნდა მოხდეს. "მინდა ერთი საკითხი ვახსენო, მართალია ზოგ-ზოგებს არ უყვართ სიტყვა "სამარცხვინოა", მაგრამ ჩემთვის და ვიცი რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა დღეს, რომ საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა, ბავშვების თვალების წინაშე. ვიცი რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ვიცი რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი გაკეთდა და ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ ქალები, როცა პოლიციასთან მიდიან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი და ის უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით თქვენც და მეც, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)