|
2022-05-31 11:38:31, 841 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური - მთავარი გამოწვევა ერთმანეთის პატივისცემა, სოლიდარობა, შრომის დაფასება და ქვეყნის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფაა
დღეს ჩვენ, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს ფუნდამენტზე აგებული ქვეყნის პოლიცია, ასევე, მთლიანად ჩვენი საზოგადოება ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ. მთავარი გამოწვევა ერთმანეთის პატივისცემა, სოლიდარობა, შრომის დაფასება, სამართლიანი კრიტიკა და ამ პრინციპების დაცვით ქვეყნის ერთიანობის, სტაბილური განვითარების და ღირსეული მომავლის უზრუნველყოფაა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ვახტანგ გომელაურმა პოლიციელთა ოჯახის წევრებს მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისა და თმენის სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი პროფესიული სირთულეების გამო, ხშირად მათთვის არ გვყოფნის დრო, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს - ჩვენი ოჯახებისა და შვილებისთვის. მადლობა თითოეულ მათგანს, პროფესიულ გზაზე პოლიციელთა მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისა და თმენის სიმტკიცისთვის. პოლიციელის პროფესიის და ფიცის ერთგულება, სამშობლოსა და თანამოქალაქეებისთვის სიცოცხლის გაწირვა, საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა - ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ უკან, ოჯახებში მომლოდინე ადამიანებს კი გისურვებთ, ყოველთვის გეამაყოთ თქვენი ოჯახის წევრი პოლიციელებით და ყოველი სამუშაო დღის შემდეგ უვნებლად, მშვიდობით დაგბრუნებოდეთ საყვარელი ადამიანები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)