16:06 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 14:12:58, 968 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი - ერთად მივმართოთ ევროპას და დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას

დავივიწყოთ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას,- ასე მიმართა დღეს პარტია "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ პარტიებს.

უსუფაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ევროპისკენ სავალ გზას წარმოადგენს, ამისთვის კი გაერთიანებაა საჭირო.

„ლელო გთავაზობთ, ერთად მივმართოთ ევროპას, შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებულებმა მივმართოთ ევროპას. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ჩვენ ერთად შევიმუშავეთ და ევროპისკენ სავალ გზას წარმოადგენს. დარჩენილ 2-3 კვირაში მხოლოდ ამ ადამიანების (ქართული ოცნების) იმედზე ნუ ვიქნებით. ეს უსამართლო იქნება.

მიყენებული ზიანის გამოსწორებაც აღარ შეუძლიათ, აქედან გაკეთებული განცხადებების შემდეგ რაც ხდება ხოლმე იმ ქვეყნებში. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, ამიტომ არის საჭირო ამის გაკეთება 2-3 კვირაში. დავივიწყოთ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიენიჭებინათ.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ოფიციალურად გადაეცა თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს გაუგზავნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics