17:00 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 13:15:47, 1308 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონმი - თქვენ მისასალმებელი ხართ ევროპულ ოჯახში, როცა დაუბრუნდებით დემოკრატიზაციის გზას

ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის ღირებულება. გასულ საუკუნეში თქვენ ის ორჯერ გამოაცხადეთ, ჯერ რუსეთის იმპერიიდან, შემდეგ საბჭოთა კავშირიდან. დამოუკიდებლობა იოლი არ არის, მას ბრძოლა და შრომა სჭირდება,- ასე მიულოცა ევროპალამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

მისი თქმით, ევროკავშირი არასოდეს რუსეთთან აღიარებს ე.წ არჩევნებს ან  რეფერენდუმს „შეერთების“ მიზნით.

„ამ მძიმე დროში საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპირება გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, არასოდეს ვაღიარებთ რუსეთთან ე.წ არჩევნებს ან ე.წ რეფერენდუმს „შეერთების“ მიზნით. ჩვენ თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში თქვენს გვერდით ვდგავართ.

დამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას თქვენს აწმყოზე და თქვენი მომავალის განსაზღვრაზე. ქართველებმა აბსოლუტური უმრავლესობით ევროპული მომავალი აირჩიეს. თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით, თქვენ მისასალმებელი ხართ ევროპულ ოჯახში, როცა დაუბრუნდებით დემოკრატიზაციის გზას“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics