|
2022-05-25 18:14:46, 1086 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - საჯარო-კერძო დიალოგი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
საჯარო-კერძო დიალოგი, მისი ხარისხის შეფასება და მუდმივი გაუმჯობესება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ძალიან საინტერესოა USAID-ისა IDFI-ს მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში, რომელიც ემსახურება ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასებას. „ჩვენთვის ძალიან საინტერესოა USAID-ისა IDFI-ს მხარდაჭერით მომზადებული ანგარიში, რომელიც ემსახურება ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასებას, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს კვლევა შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან კანონს და დადგენილებას, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით და ავტორობით არის შექმნილი, ან ამ პროცესში ძალიან აქტიური მონაწილეობა გვაქვს მიღებული" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა პრეზენტაციაზე „ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება 2020-2021 წწ." სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, პოლიტიკის დოკუმენტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების წესი, რომელიც 2020 წლიდან შევიდა ძალაში, ცალსახად ხაზს უსვამს და ითვალისწინებს პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაში დიალოგისა და კონსულტაციების საჭიროებას. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რეგულირების ზეგავლენის შეფასებაც, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არის სავალდებულო და მისი ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების მიზნით დამტკიცებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია. „2016 წლიდან ეკონომიკის სამინისტრო ასევე აქტიურად იყენებს კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს პლატფორმას, რომელშიც შედის თითქმის ყველა დარგობრივი ასოციაცია. ამ პლატფორმის ფარგლებში გვაქვს საშუალება, რომ კერძო სექტორთან ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ყველა იმ რეგულაციასა და ინიციატივაზე, რომელშიც ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო სხვადასხვა ფორმით" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საჯარო პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისთვის, რაც ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ღიაობა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობა არსებული გამოწვევების შეფასების და დაძლევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)