|
2022-05-20 10:20:13, 764 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ
ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, საუბარია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე, ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი ყველაფერს ვაკეთებთ, დანარჩენი არის უკვე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა, მათ შორის, რამდენიმე დღეში მომზადდა 5 000 გვერდიანი დოკუმენტი. „თავისთავად ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პირადად ჩადის ბრიუსელში და მართავს მაღალი რანგის შეხვედრებს ამ თემაზე, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთვის ეს არის განსაკუთრებული პრიორიტეტი, რაც აბსოლუტურად ცხადი და ლოგიკურია. ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს, საუბარია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდა, მათ შორის, რამდენიმე დღეში მომზადდა 5 000 გვერდიანი დოკუმენტი, პასუხები გაიგზავნა, სადაც სათანადოდ არის ასახული საქართველოში არსებული მდგომარეობა. ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალდებულება და ეს გაკეთდა სათანადოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამ პროცესს თვითონ პრემიერი უძღვებოდა. დღესაც, არა მარტო პრემიერის ვიზიტი, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დონეზე იმართება შეხვედრები. საპარლამენტო დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით დღესაც ბერლინშია და მართავს შეხვედრებს პირველ რიგში ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ამ თემებზე მაქსიმალურად აქტიური მუშაობა, ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი ყველაფერს ვაკეთებთ, დანარჩენი არის უკვე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)