|
2022-05-14 15:27:21, 2135 ნახვა
პოლიტიკა
არესტოვიჩი საქართველოს მთავრობას - თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის რამეს გააკეთებთ, თუ არესტოვიჩთან კამათს აპირებთ?!
თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის რამეს გააკეთებთ, თუ არესტოვიჩთან კამათს აპირებთ?! - ამის შესახებ ინფორმაციას ოლექსი არსეტოვიჩი ავრცელებს და " ქართულ ოცნებას" მიმართავს. მისივე თქმით, რა შანსები აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაიბრუნოს სამხრეთ ოსეთი არ ვიცი, არ ვიცნობ მათ შესაძლებლობებს, ვერ გეტყვით. „17 ივლისს, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი გამოაცხადეს. ჩემი შეხედულებით ეს უკრაინაში გასამართი დიდი რეფერენდუმის სამზადისი იქნება. დააკვირდებიან რა შედეგებს მოიტანს და გამოუვათ თუ არა პატარა რეფერენდუმის ჩატარება. ამასთან ეს იქნება პატარა გამარჯვება. რაღაცა ხომ უნდა გამოაცხადონ. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან რიტორიკული შეკითხვა მაქვს. თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის რამეს გააკეთებთ, თუ არესტოვიჩთან კამათს აპირებთ და იტყვით როგორი თავხედი ვარ?! სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი, უკრაინაში, კერძოდ კი ხარკოვში ან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩასატარებელი რეფერენდუმების სამზადისი იქნება. ნახავენ ოსური მაგალითი თუ გამოვა. თუ არ გამოვიდა, მაშინ უკან დაიხევენ. უყვართ მსგავსი მოქმედებები. ჯერ ინფორმაციას ავრცელებენ, შემდეგ თანამდებობის პირები ავრცელებენ. მოკლედ რეაქციას აკვირდებიან. ახლა რეფერენდუმის თემა ააგორეს, ნახავენ რა გამოვა. რა შანსები აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაიბრუნოს სამხრეთ ოსეთი არ ვიცი, არ ვიცნობ მათ შესაძლებლობებს, ვერ გეტყვით." - განაცხადა არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)