|
2022-05-10 19:06:59, 1357 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი - Credit Suisse-ის ისტორია ძალიან უცნაური და აბსოლუტურად არადამახასიათებელია შვეიცარიული ბანკისთვის
ვფიქრობთ, ხომ არ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები საქართველოს ჩართვას ომში და ამ ძალების კოორდინაცია ხომ არ ხდება არა საქართველოს და უკრაინას შორის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. - ამის შესახებ სოზარ სუბარმა განაცხადა. მისივე თქმით, Credit Suisse-ის ისტორია ძალიან უცნაური და აბსოლუტურად არადამახასიათებელია შვეიცარიული ბანკისთვის
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ბანკის მხრიდან, კანონიერ მოთხოვნებზე არის გარკვეული გაუგებარი ქმედებები, რაც უცნაურია. მისი განმარტებით, რა თქმა უნდა, ამას არავინ დააკავშირებდა მეორე ფრონტის გახსნასთან, თუმცა თუ ბევრ დეტალს დავაკვირდებით, მართლაც ჩნდება კითხვები.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, როგორმე მიაღწიოს იმას, რაც საქართველოში 2008 წელს ხდებოდა, რაც დღეს ხდება მარიუპოლში და სხვა ქალაქებში. ,,უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ძალიან მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას აუცილებლად და იზრუნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე, დროში აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციის - ეკა გიგაურის, ან „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ჟურნალისტის გარკვეული განცხადებები, რამდენიმე წუთში აისახება ხოლმე, უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებში, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის, ასევე არცთუ მეგობრული და კორექტული განცხადებები. მაგალითად, როდესაც ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ბატონი ილვესი ზუსტად იმავეს ამბობს - რომ დროა, საქართველომ დაიწყოს თავისი დაკარგული ტერიტორიებზე ფიქრი და ქმედება. დაახლოებით მსგავსი არამეგობრული განცხადებებია ისეთი პოლიტიკოსების მხრიდან, როგორებიც არიან მაგალითად საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი ბატონი იანკელი, მეთიუ ბრაიზა, დევიდ კრამერი. მართლა ვფიქრობთ, ხომ არ არის გარკვეული ჯგუფი, გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ჩართვას ომში და ამ ძალების კოორდინაცია ხომ არ ხდება, არა საქართველოს და უკრაინას შორის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში ეს იყოს აშშ-ს ან, რომელიმე ჩვენი მეგობარი ხელისუფლების პოზიცია, მაგრამ ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამებში მსგავსი მოტივები და სურვილები ნამდვილად ჩანს,’’ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)