|
2022-05-09 17:25:29, 1128 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოზი ილია - დღეს რუსული რაშიზმის გასვენების აღლუმი მოაწყო პუტინმა წითელ მოედანზე
დღეს რუსული რაშიზმის გასვენების აღლუმი მოაწყო პუტინმა წითელ მოედანზე. - ამის შესახებ განაცხადა დეკანოზმა ილიამ. მისივე თქმით,დიდება და გამარჯვება უკრაინას სამამულო თავდაცვით ომში, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოს ცივილიზაციის გადარჩენას, გაძლიერებას და მშვიდობას ემსახურება. " დღეს რუსული რაშიზმის გასვენების აღლუმი მოაწყო პუტინმა წითელ მოედანზე, თავპირი ჩამოსტიროდა მასაც და ყველას, მიუხედავად მცდელობისა, არ შემჩნეოდათ. დიდება და გამარჯვება უკრაინას სამამულო თავდაცვით ომში, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოს ცივილიზაციის გადარჩენას, გაძლიერებას და მშვიდობას ემსახურება! ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, რითაც საქართველოც გაიმარჯვებს იმპერიალისტურ რუსეთზე! უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა! ჩვენთან ინერციით გრძელდება საბჭოური პროპაგანდა და წარმოდგენები, რომ საბჭოთა კავშირმა/სტალინმა დაამარცხა ფაშიზმი და ნაციზმი, სინამდვილეში ის დაამარცხა მოკავშირე სახელმწიფოთა ამერიკა-ბრიტანეთი-საბჭოეთის ერთობლიმა ძალისხმევამ და ბრძოლამ. მათ გარეშე საბჭოეთი განწირული იყო დამარცხებისთვის. ღმერთი ჰფარავდეს უკრაინას, საქართველოს და მოკავშირე ქვეყნებს! " - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დეკანოზი ილია გამოირჩევა საპატრიარქოს ადმინისტრაციისა და სინოდის მიმართ კრიტიკით.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)