|
2022-05-07 00:45:01, 1331 ნახვა
პოლიტიკა
მელია ვაშაძეზე - ადამიანურად მასუსტებს პერიოდი, როდესაც მასთან ურთიერთობა მქონდა
ადამიანურად მასუსტებს ის პერიოდი, როდესაც მე მასთან მქონდა ურთიერთობა და შემდეგ ინგლისურად დაგვემშვიდობა. - გრიგოლ ვაშაძეზე ნიკა მელიმ ტვ პირველზე ინტერვიუს დროს განაცხადა. მისივე თქმით, გაუგებარია გროგოლ ვაშაძის პოზიციები. " ადამიანურად მასუსტებს ის პერიოდი, როდესაც მე მასთან მქონდა ურთიერთობა და შემდეგ ინგლისურად დაგვემშვიდობა, ანუ არ დაგვემშვიდობა და წავიდა. არ მინდა ვიყო მკვეთრი, მაგრამ პოზიციას მაინც დავაფიქსირებ - ვერაფერი გავიგე იმ გზავნილებისა, რას ემსახურება, როდესაც ბატონი გრიგოლი ამაზე საუბრობს. უფრო სწორად გავიგე და არ მინდა ყველაფერი გავხსნა, ვიცი, კარგად ინფორმირებული ვარ თავიდან ბოლომდე, რატომ უწევს ბატონ გრიგოლს ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი და რაც შეეხება საერთაშორისო ფორუმზე ქართულმა ოცნებამ, ანუ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას, ბავშვები ხო არ ვართ? არ ვთვლი თავს ბავშვად, როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს გარიცხვას და ამას შენ ასაღებ, როგორც გმირულ ნაბიჯს, ვინ უნდა დაიჯეროს?" - განაცხადა მელიამ ტვ პირველზე ინტერვიუს დროს. შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე ბოლო დროს აქტიურად საუბრობს მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეოზე ციხეში.
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)