23:22 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 23:05:13, 1098 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოზი ჭიღლაძე - ნუ ელოდება მიშა, რომ ილია ll დაეხმარება, ის რუსეთის დირექტივებს ასრულებს

ნუ ელოდება მიშა, რომ ილია მეორე თითს გაანძრევს მის დასახმარებლად, რადგან ის რუსეთის დირექტივებს ასრულებს. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას დეკანოზი ჭიღლაძე ავრცელებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ისტორიისა და ერის წინაში უნდა აღიაროს თავისი დიდი დანაშაული და საბედისწერო შეცდომა წითელი საპატრიარქოს პოზიციების ფინანსურ-მატერიალური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური გაძლიერებისათვის.

" ორი დღის წინ ღარიბაშვილი მიიღო ილია მეორემ და ესაუბრა, ფოტოც დადო ღარიბაშვილმა. დღეს სააკაშვილის ოჯახს შეხვედრაზე უარი უთხრა ჯანმრთელობის მომიზეზებით. ეს ილია მეორის ნაცადი ხერხია, ასე უპასუხა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 1991 წლის დეკემბერში ძმათა მკვლელი ომის დროს უარი, დახმარება და მისვლა რომ სთხოვა უზენაესი საბჭოს შენობაში.

ნუ ელოდება მიშა და მისი ოჯახი, რომ ილია მეორე თითს გაანძრევს მის დასახმარებლად. ილია მეორე ისევე ასრულებს რუსეთის დირექტივებს, როგორც ბორინკა ივანიშვილი. ასე რომ, დროა, ეს აღიარონ სააკაშვილებმაც და მთელმა ოპოზიციამ და ნუღარ ელაქუცებიან წითელ საპატრიარქოს.

მიხეილ სააკაშვილმა ისტორიისა და ერის წინაში უნდა აღიაროს თავისი დიდი დანაშაული და საბედისწერო შეცდომა წითელი საპატრიარქოს პოზიციების ფინანსურ-მატერიალური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური გაძლიერებისათვის, საბჭოთა პრორუსული საპატრიარქოს დემონტაჟის და ეკლესიის განახლების ნაცვლად, ის ამ ბნელი, ანტიქრისტიანული, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი მონსტრის კულტივირებისა და განდიდებას ეწეოდა " - ნათქვამი განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აქტიურად ცდილობს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics