23:22 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 19:30:47, 1202 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში - ვერ ვხედავთ ვერც მკურნალობის ნაკლებობას და ვერც თვითდაზიანებას

პატიმრის ზრუნვაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ რაც შეეხება თვითდაზიანებას, ამაზე პასუხიმგებლობა პატიმარს ეკისრება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში.

„ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ ვერც მკურნალობის ნაკლებობას და ვერც თვითდაზიანებას, სინამდვილეში ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში, თვითდაზიანებაც არ მიუყენებია მას, ცილებსაც საკმარისად იღებს. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ასეც და ისეც, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი სათანადო მოპყრობა, რითაც გამოირჩევა არსებული პენიტენციური სისტემა წინა სისტემისგან განსხვავებით. რაც არის პასუხისმგებლობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და არავის შეხსენება არ გვჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics