|
2022-05-04 10:16:24, 1108 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი: საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს - მთავრობა აშკარად უპირისპირდება დემოკრატიულ პოზიციას
ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის, და რა თქმა უნდა არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ცოტა უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს და არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. "ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის, და რა თქმა უნდა არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია, და სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. ჩვენ გვესმის, რომ იქნება სანქციების გვერდის ავლის გარკვეული მცდელობები და თუ ეს მოხდება, რადგან ერთია ჩვენი ვარაუდი რომ ეს მოლაპარაკებები მიდის, და მეორე უკვე კონკრეტული კომპანიების სახელები, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც კი მივიღებთ კომპანიების კონკრეტულ სახელებს, გვაქვს სანქციების კომისია, რომელიც აფასებს და აანალიზებს ყველაფერს, რაც ხდება სანქციების მიმართულებით, და რა თქმა უნდა, ამ კომპანიების სახელები გამოქვეყნდება. ისე შეიძლება იყოს მოწყობილი, რომ ამ ფანჯრით არა პირდაპირ რუსეთმა მიიღოს ფული ან კომპონენტები, არამედ ეს ქართული შუამავლით, ან ნებისმიერი სხვა შუამავლის მეშვეობით მოხდეს, თუმცა ეს განცხადებები აქამდეც ვიხილეთ, რომელიც სწორედ ამას უკავშირდებოდა, აპირებთ რაიმე მტკიცებულების წარდგენას, [საქართველოს მთავრობა] ამას უარყოფს",- განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს სხვა ქვეყნების ჩართვას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს უკრაინის ომის დროს დაწესებული ეკონომიკური სანქციების დამანგრეველი შედეგები. დაზვერვის თანახმად, მოსკოვი აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტის შესახებ. იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის მიწოდება და მესამე ქვეყნებში გატანა. ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა დაფუძნებული.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)