|
2022-05-02 13:20:29, 942 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ჟიგიმანტას პავილიონისი პარლამენტის წევრობისთვის შეუსაბამოა, ერთ-ერთი ინდიკატორია იმის დასახასიათებლად, რას წარმოადგენს „ნაცმოძრაობა“
მელია გარკვეულწილად განსხვავდება იმ ზონდერ ჯგუფისგან, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლასა და საქმიანობაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოსლკიმ განაცხადა. გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ვილნიუსში ნიკა მელიასა და ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის შეხვედრაზე. მისივე თქმით, საქართველოს არ სჭირდება დესტაბილიზაცია, არეულობა და პოლიტიკური დაპირისპირებები უნდა იყოს პარლამენტში. „ნიკა მელია გარკვეულწილად განსხვავდება იმ ზონდერ ჯგუფისგან, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლასა და საქმიანობაზე უარს ამბობს. არანაკლები ზონდერ საქმიანობა ახასიათებს მასაც, მაგრამ ცდილობს, პოლიტიკაში თავისი თავი და თანამოაზრეები შეინარჩუნოს. გარკვეული დაპირისპირება არსებობს, მაგრამ მავნებლობის თვალსაზრისით, შეჯიბრში ჯერ სააკაშვილის გარშემო შეკრებული ჯგუფი სჯობს. საქართველოს არ სჭირდება დესტაბილიზაცია, არეულობა და პოლიტიკური დაპირისპირებები უნდა იყოს პარლამენტში. ამასთან, გია ვოლსკი გამოეხმაურა ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც პავილიონისი აღნიშნავს: „დღესდღეობით ევროპის და მსოფლიოს მომავალი ფორმირდება იმ ქვეყნების მიერ, ვინც უკრაინას მხარს უჭერს. დღეს საქართველო გაცილებით ახლოსაა რუსეთთან, ვიდრე უკრაინასთან“. „რაც შეეხება ჟიგიმანტას პავილიონისს, ის არის ადამიანი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს. როცა ფეიკმოსაუბრეებმა, პოლიტიკოსებმა თითქოსდა დაურეკეს, მათ რჩევას აძლევდა, რომ გარკვეული ჯგუფი კონგრესმენების, რომლებიც მასთან არიან დაკავშირებული, გამოიყენონ თავისი ინტერესებისთვის და კონგრესმენთა ჯგუფს „ლათინუტ მაფიას“ ეძახდა. ტელეფონით ამას იმ ადამიანებს ელაპარალებოდა, რომლებმაც თავი პოლიტიკოსებად წარუდგინეს. ეს ადამიანი აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ პოზიციის, რაც აქვს – პარლამენტის წევრობა. ეს ადამიანი ერთ-ერთი ინდიკატორია იმის დასახასიათებლად, რას წარმოადგენს საქართველოში „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)