|
2022-04-29 11:36:30, 1566 ნახვა
პოლიტიკა
ნენსი პელოსი - რუსული აგრესიის ფონზე, აშშ-ს კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ არსებული ვითარება და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი განიხილეს. შეხვედრისას პრეზიდენტმა ნენსი პელოსის მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ,,საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის მხარდაჭერასა და საქართველო - ამერიკის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამასთან ერთად, ზურაბიშვილმა სპიკერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კვლავ გრძელდება ადამიანთა გატაცებებისა და უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. „საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისას, პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის წინააღმდეგობა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის მიმართ,“ - წერს ნენსი პელოსი Twitter-ზე. გარდა ამისა, პელოსიმ აღნიშნა ისიც, რომ კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად რუსული აგრესიის ფონზე.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)