|
2022-04-29 10:16:32, 1113 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველი სხვა პატიმრების ჯანმრთელობაზე რატომ არ საუბრობს, იქნებ მათი განკურნებაც სახლში უფრო ადვილია
ამ კონსილიუმის დასკვნითაც, ძირითადი საკითხი რომ გამოვყოთ, მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება ფსიქოლოგის, თუ ფსიქიატრის დახმარება და ის ამ დახმარებაზე უარს ამბობს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას. „აქ საკითხი იმაშია, ხდება თუ არა სათანადო სამედიცინო სერვისის მიწოდება. მიწოდება ხდება და კონსილიუმის დასკვნაში ითქვა კიდეც, რომ ის არ იღებს ამ შეთავაზებას. სხვანაირად და უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, შეიძლება, ადამიანს სჭირდებოდეს წამალი და მას ამ წამალს აწვდიან, მაგრამ ის არ სვამს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ეს კონსილიუმი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მისი პარტია და ოჯახი დაკავებული უნდა იყვნენ მიხეილ სააკაშვილის დარწმუნებით, რომ მან უარი არ თქვას შეთავაზებულ სამედიცინო სერვისზე, ნაცვლად იმისა, რომ პატიმრის მხრიდან სამედიცინო სერვისის მიღებაზე უარის თქმა წახალისდეს. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, თუ ისინი პატიმარს სამედიცინო სერვისის მიღების აუცილებლობაში ვერ არწმუნებენ და არის თუ არა გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის მაგალითი, რამხელა დეზინფორმაციულ აბსურდში გვამყოფებს გარკვეული პარტია და ორგანიზაციები. „ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც მიესაჯა სასჯელი, ის ამ სასჯელს იხდის ციხეში, მაგრამ ციხეში ყოფნა არ უნდა, რადგან არ ეკომფორტულება, ამის გამო ამბობს, მე აქ სტრესი მაქვსო, ითხოვს ციხიდან გასვლას და ამის გამო უნდა გავიდეს?! აი, ეს არის უმარტივესად ახსნილი ის აბსურდი, რომელშიც გვამყოფებენ გარკვეული ორგანიზაციები, პარტიები და ა.შ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში #დღისთემა #LIVE „არ იღებს იმიტომ, რომ ამბობს, რომ დისკომფორტს გრძნობს ციხეში ყოფნის გამო. მოკლედ, ადამიანს არ სურს ციხეში ყოფნა. გვესმის, რომ არავის არ სურს ციხეში ყოფნა, მაგრამ ცხოვრება ასეა მოწყობილი, რომ თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, მას შესაბამისი სასჯელის მოხდა უწევს. ასე არის ცხოვრება აწყობილი, კანონი მკაცრია, მაგრამ ის კანონია“, - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთი ადამიანის გამორჩევა სწორი არ არის, მათ შორის, ომბუდსმენის მხრიდან. „როგორ ფიქრობს, სხვა პატიმრებს როგორ აქვთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა შესაძლებლობები არის მათ შორის, სამედიცინო კუთხით და ამაზე რატომ არ საუბრობს?! X პატიმარზე რომ ვთქვათ, მისი განკურნება სახლში უფრო ადვილი იქნებოდა, ოჯახურ გარემოში, სადაც ის ემოციურად დამშვიდებული იქნებოდა, თუ ციხის გარემოში? ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაშიც ასე შეიძლება, ითქვას და რატომ გამოვარჩევთ ერთ პატიმარს განსაკუთრებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)