|
2022-04-28 12:37:18, 1374 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ნატო და ევროკავშირმა არ უნდა დაგვივიწყონ - თუ მოსკოვი აღმოაჩენს, რომ ნაკლები ყურადღება გვექცევა, შეიძლება ცდუნება იყოს მათთვის
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ მოსკოვში აღმოაჩენს, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვას ან საქართველოს მიმართ, ეს შეიძლება იყოს ცდუნება რუსეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გამოცემა The Washington Post-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ეს ორი ქვეყანა, უკრაინასთან ერთად, არის სამეული, რომლებსაც ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანება სურთ და რომლებიც არ არიან დაცული. "რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიების სეპარატისტებს ეთამაშება და ისინი აცხადებენ, რომ სურთ რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან გაერთიანების მიზნით. ასე რომ, ეს ყველაფერი ნამდვილად თამაშობს როგორც მოლდოვას, ასევე საქართველოს ნერვებზე, რომლებიც არიან რუსეთთან ყველაზე ახლოს მყოფი ორი ქვეყანა. ეს ორი ქვეყანა, უკრაინასთან ერთად, არის სამეული, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება სურთ და რომლებიც არ არიან დაცული. მე ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება, მეტი მხარდაჭერა უნდა მოგვაქციონ. ცხადია, აქცენტი უნდა იყოს უკრაინა. პირდაპირი მხარდაჭერა უნდა იყოს უკრაინა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვივიწყონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ მოსკოვში აღმოაჩენს, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვას ან საქართველოს მიმართ, ეს შეიძლება იყოს ცდუნება რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, რომ გადახედოს საკუთარ თავს,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით დილის 06:40 და 07:05 საათზე აფეთქება მოხდა, რამაც სტრატეგიული ობიექტის განადგურება გამოიწვია.დაძაბული ვითარების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დნესტრისპირეთში უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებზე შეშფოთება გამოთქვა და მოლდოვას სოლიდარობა გამოუცხადა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)