|
2022-04-27 17:32:52, 1503 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები - აუდიოჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას
აუდიოჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას. - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებაში ვკითხუხლობთ. მათივე თქმით,აღნიშნული აუდიოჩანაწერის შინაარსი განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად დაწესებული სანქციების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების ორაზროვანი და პოპულისტური რიტორიკის გათვალისწინებით. " მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოები კრემლს და რუს ოლიგარქებს ერთმანეთისგან არ მიჯნავენ და მათი სანქცირება რუსეთის აგრესიის შეჩერების მექანიზმად განიხილება, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია სანქცირებულ რუს ბიზნესმენეთან, ბიზნესებთან და მათ წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია. ამის გათვალისწინებით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის გამართული საუბარი რიგითი ბიზნეს მოლაპარაკებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. ამდენად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:
ამ განცხადებას ხელს აწერენ : სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს ატლანტიკური საბჭო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ღია საზოგადოების ფონდი ბანკები და საზოგადოება მედიის განვითარების ფონდი Europe for Georgia საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი საქართველოს რეფორმების ასოციაცია ლიბერალური აკადემია თბილისი
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)