|
2022-04-26 12:58:55, 1106 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ომი რომ დასრულდება, კიდევ უფრო მეტს გაიგებს ქართული საზოგადოება არახამიასთან დაკავშირებით
,,დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში არის ხელისუფლებაში, თან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ასეთ დროს, ბუნებრივია, არის სრული კოორდინაცია კიევს, ამ შემთხვევაში არახამიასა და თბილისს, ამ შემთხვევაში სააკაშვილს შორის,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 6 მარტს, როდესაც გავრცელდა ფეიკი რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, სწორედ რამდენიმე საათში დავით არახამია გამოეხმაურა ამ ინფორმაციას და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ,,თუ არ ვცდები, 6 მარტი იყო, როდესაც გავრცელდა ფეიკი რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო აფართოებდა საკუთარ ექსპორტს, რძის პროდუქტების კუთხით, რუსეთის ფედერაციაში, ეს იყო ჩვეულებრივი ფეიკი. იმავე დღეს, ზუსტად რამდენიმე საათში, სწორედ დავით არახამია გამოეხმაურა ამ ფეიკს. ახლაც გავრცელდა კიდევ ერთი გაუგებარი ჩანაწერი, ავთენტურია, თუ არ არის ავთენტური, არ ვიცით. აქაც, იმავე დღეს, რამდენიმე საათში, ამ ჩანაწერს გამოეხმაურა დავით არახამია. საზოგადოებამ უკვე ყველაფერი იცის არახამიასთან დაკავშირებით, ყველაფერი არა, უფრო სწორად. მემგონია, ომი, რომ დასრულდება, კიდევ უფრო მეტს გაიგებს ქართული საზოგადოება არახამიასთან დაკავშირებით. დღეს, არ არის ამის დრო, დღეს არის უკრაინა ომის მდგომარეობაში, არახამია იკავებს კვლავაც მაღალ თანამდებობას უკრაინის ხელისუფლებაში. შესაბამისად, დღეს არ არის დრო იმისათვის, რომ ასე ღრმად შევიდეთ, მაგრამ თუ ვინ არის არახამია? რა კავშირი აქვს მას ნაცმოძრაობასთან, ამაზე საზოგადოებამ უნდა მიიღოს სათანადო ინფორმაციას.’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)