04:09 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 16:37:15, 875 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ბაკურიანის შეხვედრაზე - ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავს ომისა და ღალატის პარტია

ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავს ომისა და ღალატის პარტია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბაკურიანის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. 

„დააჩქარეს რაღაც ტრენინგები, მედიის წარმომადგენლები, გამოკვეთილი ჯგუფი, რომ არავის  უმხელენ ვინ არიან, ე.წ. NGO სექტორის და პოლიტიკური პარტიის წარმომადგნელები, ოღონდ მაინც და მაინც ისინი, რომლებიც ან ნაცმოძრაობას, ომის, ანუ ღალატის პარტიას წარმოადგენენ,  ან მათთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულები. სხვებს არ დაუძახეს ოპოზიციიდან. ვინმემ აგვიხსნას, რა პლატფორმაა ასეთი ქვეყნის შიგნით, თუ ის არ არის რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, სადაც ენჯეო სექტორის  რამდენიმე წარმომადგენელი მხოლოდ, საიდუმლოდ, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი და ნაცმოძრაობიდან და მისი დანაყოფების რამდენიმე წარმომადგენელი მხოლოდ  ისე, რომ მათი პარტიის, მათი მედიების და მათი ენჯეოს სხვა წარმომადგენლებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ და თქვენგან, მედიის წარმომადგენლებისგან გაიგეს. ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავს ომისა და ღალატის პარტია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics