05:54 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 12:22:49, 1635 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - 9 აპრილს მაინც უნდა გავიაზროთ, რომ ვინც „აბა ომი გინდას“ კითხულობს, გვწირავს

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა გაიაზროს თავისუფლების მნიშვნელობა.

ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ამბობს „აბა, ომი გინდათ?!“ ფრაზას, გვწირავს უღირსი ყოფისთვის.

„9 აპრილს მაინც უნდა მოვახერხოთ იმის გააზრება რომ თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ყველა ვინც „აბა ომი’ გინდას კითხულობს, სინამდვილეში გვწირავს არა მხოლოდ უღირსი ყოფისთვის, არამედ წინასწარ წაგებული ომისთვის თორემ გაივლის წლები და წმინდანად ახლად შერაცხული ვლაძიმირ ვოლფოვიჩის ‘ფაჩუჩს’ ჩამოატარებენ თბილისის ქუჩებში და აკოცებს გიოც და შიოც " - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, დღეს, 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics