07:19 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 16:43:50, 924 ნახვა

პოლიტიკა
ლადო მგალობლიშვილი - „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა

„ლელო“ და ნაცმოძრაობა რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლადო მგალობლიშვილი ცესკო-ს წევრის გიორგი სიორიძის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს თორნიკე რიჟვაძემ საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

ლადო მგალობლიშვილმა სიორიძის განცხადებას არაკომპეტენტური და პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, რომ  ოპოზიციას გიორგი სიორიძე  ცესკო-ს თავმჯდომარედ სურდა.

„მინდა გამოვეხმაურო ცესკოს წევრის სიორიძის განცხადებას, რომელიც გახლავთ „ლელოდან“, თუმცა, „ლელო“ და ნაცმოძრაობა რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ განცხადებით. ოპოზიცია აპელირებდა, რომ მათ უნდოდათ ყოლოდათ ცესკო-ს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი სიორიძე რომ ყოფილიყო ცესკო-ს თავმჯდომარე და მსგავსი პროვოკაციული განცხადებები გაეკეთებინა, წარმოიდგინეთ, რა აჟიოტაჟს გამოიწვევდა ეს სამარცხვინო, არაკომპეტენტური და პროვოკაციული განცხადება“ - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics