08:04 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 17:03:12, 570 ნახვა

პოლიტიკა
ბექა დავითულიანი უკრაინის ელჩის გაწვევაზე: მჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს წარმატებას და უკეთესი დრო დადგება იმისთვის, რომ ამ უსამართლო ნაბიჯებზე ვისაუბროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე.

„საქართველოსთან შედარებით, პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ მთელი რიგი ქვეყნები, საქართველო კი მართლა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. ამიტომ ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია, თუმცა სიღრმეში არ შევალ. ეს ადამიანი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა იმყოფება ომში. მჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს წარმატებას თავისი ქვეყნის დაცვაში, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთ და უკეთესი დრო დადგება იმისთვის, რომ ამ გაუგებრობებზე და, ჩემი აზრით, უსამართლო ნაბიჯებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა დავითულიანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics