08:43 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 16:07:59, 807 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მთავრობამ თქვა, ვინც ქუჩაში გამოდის „ნაციონალიაო“, ე.ი. ვისაც შია „ნაციონალია“ და ვინც ხალხს ძარცვავს, „ქოცი“

დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა, ყველა ვინც ქუჩაში გამოდის „ნაციონალიაო“, ე.ი. ყველა, ვისაც შია, სწყურია, თავის ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს ნორმალურ განათლებას, „ნაციონალია“ და ყველა ვინც გაზულუქებულია, თავს გასულია, ხალხს ძარცვავს ყველა თურმე არის „ქოცი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გუშინ გამოვიდა ხალხი და ითხოვდა, რომ ჩამოგვიწიეთ, მოხსენით აქციზი და თითქმის 1 ლარით შემცირდება. დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა - ყველა ვინც გამოდის ქუჩაში არის „ნაციონალი“ და თუ ჩვენ დავწევთ აქციზს, თუ ჩვენ დავწევთ დღგ-ს, ჩვენ დავკარგავთ მილიარდ ლარს და ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ ჩვენი სოციალური ვალდებულებებიაო?! ამათ მართლა სრული დეგენერატები ხომ არ ვგონივართ?! ამ მართლა ერთუჯრედიან ამებებს.

2 მილიარდი ლარი თავისუფლად შეიძლება ამოიღო ბიუჯეტიდან ახალ სავარძლებში და ახალ მანქანებში რომ არ გადასხდნენ. ყველა ვინც გამოდისო, არის „ნაციონალიო“, ესეიგი ყველა, ვისაც შია, სწყურია, თავის ბავშვებს ვერ აჭმევს და ვერ აძლევს ნორმალურ განათლებას, „ნაციონალია“ და ყველა ვინც გაზულუქებულია, თავს გასულია, ხალხს ძარცვავს ყველა თურმე არის „ქოცი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics