|
2022-03-28 14:44:53, 612 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც
სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს და არ უნდა წავიდეს უკრაინაში, ისევ და ისევ, ჩვენი მეგობარი, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. თქვენ გახსოვთ, როგორ დაამძიმა მან საქართველოს მდგომარეობა, განსაკუთრებით, 2008 წელს. მას შეუძლია, კიდევ უფრო, დაუმძიმოს მდგომარეობა უკრაინელ ხალხს.’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილს სასჯელი აქვს მოსახდელი და მისი გათავისუფლება არ განიხილება, ისევ და ისევ, უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მას შეუძლია, კიდევ უფრო, დაამძიმოს უკრაინელი ხალხის ისედაც მძიმე მდგომარეობა. ,,პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის მისი გათავისუფლება. თუმცა, ამას რომ თავი დავანებო, რა თქმა უნდა, ასეც და ისეც მას აქვს სასჯელი მოსახდელი და არავითარი ფორმით ეს საკითხი ბუნებრივია, არ განიხილება. მან უნდა დაანებოს თავი ქვეყნის დაზიანებას - საკუთარი ქვეყნის, საქართველოს დაზიანებას და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის თვალსაზრისით - უკრაინის დაზიანებას. რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც და უკრაინასაც - ეს არის უკეთესი ორივე სახელმწიფოსთვის.’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)