|
2022-03-25 12:16:57, 1126 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ის, რომ სააკაშვილი მფარველობდა გირგვლიანის მკვლელებს, სტრასბურგს აქვს დადგენილი და ახლა სტრასბურგის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
საქართველოში ყველამ იცის, რა მოხდა ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გირგვლიანის მკვლელების საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს მისი [სააკაშვილის] სარჩელი, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,იმედი LIVE’’ განაცხადა. „საქმე ეხება ორ თემას - ვალერი გელაშვილის საქმეს, სადაც სააკაშვილმა უნდა დაამტკიცოს სტრასბურგში, რომ ვალერი გელაშვილი არ უცემიათ, ის ამაში გარეული არ ყოფილა და ა.შ. და მეორე არის გირგვლიანის საქმე, სადაც საუბარია მკვლელების მფარველობაზე. ის, რომ მაშინდელი პრეზიდენტი მფარველობდა გირგვლიანის მკვლელებს, თვითონ სტრასბურგს აქვს თავის დროზე დადგენილი და გამოდის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სტრასბურგში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქმეში, რომელიც ვალერი გელაშვილის ეპიზოდსა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას გულისხმობს, საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)