|
2022-03-15 13:32:03, 694 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ უთხრა სალომე ზურაბიშვილს უარი ევროპაში ოფიციალურ ვიზიტზე
მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე და მთავრობის თითოეულ წევრს მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავამატებდი, რომ ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს, განახორციელებს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან. მე მგონი აქ ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მოხსენებისას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან მთავრობისგან მოითხოვა ოფიციალური ვიზიტით საზღვარგარეთ გაშვება, რაზეც უარი მიიღო, შემდგომ კი, თავისი გადაწყვეტილებით გაემგზავრა საფრანგეთში, ბრიუსელში და მსოფლიო სხვა ქვეყნებში ლიდერებთან შესახვედრად. აღნიშნულთან დაკავშირებით, მმართელ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)