|
2022-03-10 14:27:00, 825 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის მთავარსარდლობისგან მივიღე თხოვნა, ამიტომ, მე დღეს ვწყვეტ შიმშილობას
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. ექს-პრეზიდენტის მიმართვა მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ახლა საჭიროა საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია. "მოვლენები ვითარდება ზუსტად ისე, როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე. რუსეთის იმპერია სულს ღაფავს ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქის, კიევის მისადგომებთან. გმირი უკრაინელი ხალხი, მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, ამ ეპოქალურ ომს იგებს. მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება. კიევი საქართველოსთვის ახალი კონსტანტინოპოლი და ამჟამად, თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია და ის აუცილებლად გაუძლებს. ამ სიტუაციაში, ჩვენ, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა და მომზადება. იმ დროისთვის, როცა სიმართლის მომენტი დადგება, ჩემთვის სოხუმის მშვიდობიანი დაბრუნების გზა გადის კიევზე, საქართველოს გათავისუფლება და აყვავება გადის კიევზე. ახლა ჩვენ გვჭირდება არა დასუსტება, არამედ ძალის მოკრება, რომელიც მალე ძალიან გამოგვადგება. ეს შემეხება მეც. მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო ბრძოლაში. იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ. ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას. ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად. ჩვენ გამარჯვებას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)