|
2022-03-10 13:35:55, 686 ნახვა
პოლიტიკა
გენერალურ პროკურატურაში სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს წევრები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა, პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლის სტრატეგიის დოკუმენტში შესული ცვლილებები, დამატებები და ასევე, საქართველოს პროკურატურის პროკურორთა და გამომძიებელთა შეფასების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, მასში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებათა პაკეტი შეფასების სისტემის კომპონენტების პროცენტული წილის გადანაწილებას და დატვირთვის კატეგორიების განმსაზღვრელი ალგორითმების გამრავალფეროვნებას გულისხმობს. სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი როგორც პროკურატურის სტრატეგიის, ასევე პროკურორთა შეფასების სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებათა პაკეტის დამტკიცებას. საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2020 წელს შეიქმნა. საბჭოს უფლებამოსილებას პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფა, პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრა, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა წარმოადგენს.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)