|
2022-03-07 13:59:44, 960 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა, ეს არაა რისკების შემცველი
თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ სირცეში აკეთონ საქმე, ჩვენ ეროვნების მიუხედავად, მივცემთ კანონის შესაბამისად საქმის კეთების შეესაძლებლობას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოში ჩამოსულ რუსებზე საუბრისას განაცხადა. როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა, თუმცა მისივე თქმით, ეს რისკების შემცველი არ არის. „რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებს საქართველოში, სტატისტიკა არის შემდეგი-დეტალური ინფორმაცია, რიცხვები არ მახსოვს ზუსტად და შს მინისტრს ექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას გააცნობს. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის კოლეგებთან მთავრობის სხდომაზეც. ეს სტატისტიკა საინტერესო იყო ყველა ჩვენგანისთვის. შს მინისტრმა ამის თაობაზე ინფორმაცია მოგვაწოდა, მას უახლოეს ხანებში ექნება საჯარო გამოსვლა პარლამენტის ფორმატში და აქაც გააკეთებს უფრო დეტალურ ანგარიშს ამ საკითხებზე, რაც საზოგადოებას ან პოლიტიკურ ძალებს შეიძლება აინტერესებდეთ, თვითონ სამინისტროც გააკეთებს განცხადებას. ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით, საინტერესოა. საზოგადოებაში დავინახეთ, რომ ძალიან ემოციურად არის ბევრი საკითხი აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, ამიტომ, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. რიცხვები თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც იყო 2020 წელს. 2021 წელთან შედარენა არ აროს, რადგან საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა და მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის. რაც შეეხება დამატებით შეზღუდვებს ამ მოქალაქეების საქმიანობაზე სქართველოში. საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან ალბათ საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ ან საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო გახსნილია და ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ათწლეულები და არა ერთეული წლები, რომ ჩვენ მოვიზიდოთ მეტი ადამიანები და თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ სირცეში აკეთონ საქმე, ჩვენ ეროვნების მიუხედავად, მივცემთ ადამიანებს კანონის შესაბამისად საქმის კეთების შეესაძლებლობა.", - განაცხადა დავითაშვილმა.
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)