12:17 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 22:41:39, 796 ნახვა

პოლიტიკა
ილია მეორე - ზოგიერთ ქვეყანაში ომია, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა

ზოგიერთ ქვეყანაში ომია, ვწუხვართ, ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღასრულა.

"ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე, ზოგი უკეთესობისკენ, ზოგი უმცირესობისკენ, ჩვენ ვუყურებთ ამას და გვიკვირს, როდის დამთავრდება ეს ცვლილებები. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, მეორედ მოსვლა უფლისა იხილება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა, განგება ღვთისა კანონზომიერია, განგება ღვთისა მიუწვდომელია.

აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისთვის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი, ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა სუფევდეს." - განაცხადა ილია მეორემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics