12:19 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-05 11:46:29, 668 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ შამუგია კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰასან აჰმედ ალი მოჰამედ ალ მუთავასს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰასან აჰმედ ალი მოჰამედ ალ მუთავასს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მიმდინარე წლის 8-10 მარტს, ქ. დოჰაში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენასთან (Agriteq 2022) დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

"მინისტრმა აღნიშნულ გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს აქტივობებში ჩართულობა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში დაეხმარება. ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამებს, რომელიც ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, აღინიშნა თაფლის, ღვინის, ცხვრის ხორცისა და ნატურალური წვენების საქართველოდან ექსპორტის ზრდის ტენდენციის, მეხილეობის  დარგის წინსვლისა და სხვადასხვა საექსპორტო პროდუქციის წარმოების განვითარების კუთხით ქვეყნის პოტენციალის საკითხები.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა." - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics