|
2022-03-04 18:49:26, 907 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია კობახიძეზე - ვინ ღვრიდა ნიანგის ცრემლებს? ის, ვინც უმცირესობების მიმართ ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის გაღვივებითაა დაკავებული
ჩვენ ახლა ვიხილეთ პროპაგანდის მორიგი სამარცხვინო, ამაზრზენი, ფაქტობრივი ტყუილებით და მანიპულაციებით სავსე ნიაღვარი ივანიშვილის ერთ-ერთი სპიკერი კობახიძისგან. - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციასთან დაკავაშირებით "ევროპული საქაართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია. მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქის შემოშვება ან არ შემოშვება ეთნიკურობასთან არანაირ კავშირში არ არის. "ვინ გველაპარაკებოდა ეთნიკური შუღლის გაღვივევების დაუშვებლობაზე, ვინ ღვრიდა ნიანგის ცრემლებს? ღვრიდა ის ადამიანი, იმ გუნდის წარმომადგენელი, "ქართული ოცნების", რომელიც წლებია, უმცირესობების მიმართ ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის გაღვივებითაა დაკავებული, რომელიც არის მოკავშირე "ალტ ინფოსი", პუტინისტური ჯგუფების, მათ აფარებენ ხელს არამარტო ეთნიკური შუღლის პროპაგანდისთვის, არამედ ძალადობის ორრგანიზისთვის. და ეს ადამიანი უკითხავდა დღეს საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს მორალს ამაზე? თან, რაც მთავარია, დიდ სიცრუეს ამბობს, აქ ეთნიკურობა არაფერ შუაშია, აქ საუბარი არის მოქალაქეობაზე, ეს არის სუვერენული უფლება ყველა ქვეყნის და მოვალეობაც კი მთავრობის, რომ კონკრეტულ ვითარებაში თავის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვას ან არ შემოუშვას რომელიმე კონკრეტული მოქალაქე უცხო ქვეყნის, ეთნიკურობა აქ საერთოდ არაფერ შუაშია. ეს არის მთავრობა, რომელიც მთელი წლებია არ უშვებს ჩვენს ქვეყანაში ანტიპუტინისტებს. ის არ უშვებს პუტინის მტრებს, მაგრამ უშვებს გავრილოვს და პოზნერს და დღემდე ამტკიცებს, თითქოს უფლება არ ჰქონდათ, გავრილოვი არ შემოეშვათ." - განაცხადა ბოკერიამ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)