|
2022-03-03 12:57:52, 620 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - უკრაინის დასახმარებლად სახაზინო ანგარიში გაიხსნება, სადაც მოქალაეებს თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და სოლიდარობას განაგრძობს. კალაძის თქმით, გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ. "უკრაინისთვის განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამს, ჩვენ ყველანი, ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და სოლიდარობას. ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება თანადგომა და მხარდაჭერა გაჭირვებაში მყოფი მეგობრების მიმართ. ჩვენი სახელმწიფო ომის პირველივე დღეებიდან უწევს დახმარებას საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და კვლავ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. უამრავი მოქალაქე ეხმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ, ამ ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა. თბილისმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია, გამოთქვა მზაობა, შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან. ჩვენ უკვე გვაქვს შერჩეული კონკრეტული ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გარკვეული პროდუქტების მობილიზება, რომელიც შემდეგ, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში გაიგზავნება. ჩვენ ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს ამასთან დაკავშირებით. პანდემიის დროს ძალიან ბევრ ოჯახს, ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ამ პროცესში ჩართული იყო ბიზნესსექტორი და რიგითი მოქალაქეები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი აქტიურობა იქნება, ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ ღონისძიებაში და ჩვენ ყველა, ამ ძნელბედობის ჟამს, გვერდში დავუდგებით ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი აქტიურობს, განსაკუთრებით, ბიზნესსექტორი გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავხსნათ ანგარიში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ფინანსური დახმარების გაწევა. სახაზინო კოდია 300778800, ხოლო დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ - უკრაინისთვის. რა თქმა უნდა, მეც გამოვთქვამ მზადყოფნას, შევიტანო ჩემი წვლილი ამ ფინანსურ დახმარებაში და ყველანაირად გვერდით დავუდგე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს." - განაცხადა კახა კალაძემ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)