|
2022-02-21 16:04:26, 554 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ექსპორტის თითოეული გაზრდილი პროცენტის უკან, ადგილობრივ საწარმოებში დასაქმებული უამრავი ადამიანი დგას
„ექსპორტის თითოეული გაზრდილი პროცენტისა თუ რიცხვის უკან, ქართულ საწარმოში დასაქმებული უამრავი ადამიანი დგას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იანვრის თვის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემების შეფასებისას ისაუბრა. საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 110.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41.2 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემებით, აქედან ექსპორტი 331.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 47.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 779.1 მლნ. აშშ დოლარს, რაც გსულიცწლის იგივე პერიოდთან შედარებით 38.7 პროცენტით მეტია. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წმინდა ექსპორტზე, რეექსპორტის გარდა, რომელიც თავის მნიშვნელოვან წვლილს თამაშობს ეკონომიკაში იმიტომ, რომ ეს დამატებითი ღირებულება რჩება აქ, მათ შორის გადასახადების კუთხით. თუმცა, რაც შეეხება მთლიანად ადგილობრივ წარმოებას, ეს არის ის სექტორი, რომელიც, ჩვენს შემთხვევაში, მთავარი დამსაქმებელია. ექსპორტის თითოეული გაზრდილი პროცენტისა თუ რიცხვის უკან კი ქართულ საწარმოებში დასაქმებული უამრავი ადამიანი დგას. შესაბამისად, ეს ღირებულება ნაწილდება იმ საწარმოებზე და დასაქმებულ ადამიანებზე და ეს არის წვლილი ჩვენს ეკონომიკაში. შესაბამისად, ექსპორტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და პრიორიტეტი, რომელზეც აქცენტი გვექნება მომავალ წლებშიც ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისივე განმარტებით, ექსპორტის მონაცემები უკვე დაზუსტდა და მონაცემი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. „რეექსპორტის გარეშე, ექსპორტი 39%-ითაა გაზრდილი. ესაა წმინდა ექსპორტი, , რომელიც რეალურად საქართველოში გენერირებული დამატებით ღირებულებას ახდენს. რომელშიც საქართველოში წარმოებული პროდუქტების ექსპორტი იგულისხმება. ჩვენი ძირითადი სავაჭრო ქვეყნებია ყოფილი დსთ-ს ქვეყნები, ანუ ის სივრცე, სადაც ჩვენ დიდი სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს, თუმცა, მნიშვნელოვანი ზრდაა, მათ შორის, ევროკავშირის მიმართულებითაც, ასევე შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში, ჩინეთში და სხვა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)