|
2022-02-21 12:11:08, 498 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი ინსპექტორის სამსახურის შესახებ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვების გასაჯაროებას ითხოვს
პარლამენტის იურიდიულ საკითხა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვების გასაჯაროებას ითხოვს. როგორც ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჭიროა ცხადეი გახდდეს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნები. „საზოგადოებას შევახსენებ, რომ აღნიშნული ცვლილებების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კიდევ უფრო ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგება და საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოება. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ ცვლილებებს ასევე საფუძვლად დაედო ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ევროპის ქვეყნების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში ერთი სახელმწიფო უწყების ხელში არ არის მოქცეული, ერთი მხრივ, საგამოძიებო ფუნქცია და მეორე მხრივ, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის ფუნქცია. ცნობილია, რომ სახალხო დამცველმა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად მიმართა ეუთო/ოდირს. ამ მიმართვამდე სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტთან არ ჰქონია კონსულტაცია და არ დაინტერესებულა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების ჩვენ ხელთ არსებული კანონმდებლობის ანალიზით. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია იმ შეკითხვების შინაარსი, რაც სახალხო დამცველის ოფისის მიერ იქნა წარდგენილი ეუთო/ოდირისთვის. ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას, მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე! ამიტომ, აუცილებელია, გასაჯაროვდეს სახალხო დამცველის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვები, რათა ცხადი გახდეს რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანა ეუთო/ოდირმა აღნიშნულ ცვლილებებზე დასკვნები",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)