|
2022-02-17 13:18:48, 659 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით
გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას ღალატის დეტალები საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაც უაღრესად საინტერესო იქნება და რომლის თქმასაც, აპირებს. „გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი დეტალებთან დაკავშირებით. ფაქტები და მტკიცებულებები თავად წარმოადგინეს, მათ შორის უკანასკნელი კვირების განმავლობაში, როცა ოთხ მუნიციპალიტეტში ღია კოალიცია შექმნეს. ამიტომ, მტკიცებულება არავის არ სჭირდება. ჩემს განცხადებას ახლა არ ვაკონკრეტებ, რადგან როცა გარკვეული უხერხულობა მოიხსნება, ვიტყვი. ახლა რომ ვთქვა, მაშინ ყველაფერი უნდა ვთქვა. მგონია, რომ საზოგადოებამ დეტალებზე უნდა იცოდეს სრული სიმართლე. სამწუხაროდ, ახლა ვერ ვამბობ, მაგრამ მინიმუმ უაღრესად საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც ვიტყვი. ეს დეტალები ეხება პრემიერობის პერიოდსაც, შს მინისტრობის პერიოდსაც შეიძლებ, ეხებოდეს და ასევე 17-18 თებერვალსაც. უხერხულობის მოხსნას ველოდები, რომ დეტალები ვთქვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)